გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია -ჩერგო , მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული( პატიმრების უფლებადამცველი ე.თევდორაძის ღია ჩვენებით სასამართლოზე ),რუსებზე (გაზპრომისთვის)ბიზნესის მიმყიდველები დიდ ფულად, ს.მოლაშვილის ღია ჩვენებით პატიმრების წამებაში მხილებული ბოკერია, ყველა ოპო პროცესის დამშლელი……
გამოუცხადეთ მათ პოლიტიკური უარი ,ხალხმა ისინი გაანულა არჩევნებში, მაშ ვინ “აცოცხლებს” მათ ხელოვნურად ნუთუ რთული მისახვედრია??? ბოკერიამ გუშინ განაცხადა აქციაზე -“ეს ჩვენი აქციაა” ანუ ჩვენია ყველასი არაო…. წარმოგიდგენიათ რას ბედავს ეს უტიფარი- თავხედი ??!! - ამის შესახებ "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"სააკაშვილის თემა გუშინ აქციაზე საბაბ-მიზეზია იყო , ხელოვნურად წამოწია ამ ცოლ-ქმარმა…სინამდვილეში კი ასეა ბოკერია იყო ,ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი, მასთან ამ ოცნების ხელისუფლებას კითხვაც კი არ დაუსვამს ,მიუხედავათ პატიმრების თუ მაშინდელი უფლებისდამცველის ღია ჩვენებებისა ფაქტიურად ბრალდებისა!😂
ეს ხელისუფლება ანგარიშს რომ არ უწევს დასავლეთს ვხედავთ, ამიტომ იმის ფიქრი რომ ეს ცოლ-ქმარი ანუ ბოკერია ჩერგო დასავლეთისგან არის დაცული სიცრუეა- ტყუილია ( ჩერგოს მოგონილი ჭორია ხალხის შეცდომაში შესაყვანად და თავის დასაცავად,რომ გაიხანგრხლივოს პოლიტ არსებობა უკვე განულებულმა), გაზპრომისთვის ბიზნესის მიმყიდველი,რომელსაც პასუხს არაფერზე სთხოვენ ( კითხვასაც კი არ უსვამენ) მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ბოკერია, როგორ ფიქრობთ ვისი დაცვის ქვეშ არის ახლა?!
ფაქტია ,რომ ამ “ოცნების” ხელისუფლების მიერ უარყოფილი დასავლეთის დაცვის ქვეშ არა! ეს ფაქტია! ძველი პარტია დაანაწევრეს,მერე განულდნენ, შემდეგვ ახალი სახელი მოიგონეს ხალხის მიერ განულებულებმა -პარტია "ფედერალისტები", სახელსაც მიაქციეთ ყურადღება, შემთხვევითი არ გეგონოთ საქართველოს დანაწევრება სურთ “ფედერალურად” ( ეს ძველი რუსული გეგმაა ,ჯერ კიდევ ჟირინოვსკის გაახმოვანებინეს ხომ გახსოვთ?!)ზუსტად ისე ,როგორც პოლიტ პროცესს ანაწევრებენ და შლიან წლებია უკვე ამას აკეთებს ეს “ცოლ-ქმარი”!
იფიქრე საქართველოვ!
იფიქრე ჩემო ძვირფასო!
იფიქრე შენ გენაცვალე!" - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.











