სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის - "გმირის დღის" ფარგლებში გამართულ საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებას დაესწრო.



პროექტის ფარგლებში, ჟიული შარტავას მუზეუმში, ისტორიკოსი, ბორის დავითაია, გმირის სახელობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მისი თავდადების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

პროექტის მეორე დღეს, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, ისტორიკოსი მერაბ აფხაზავა სენაკელ ახალგაზრდებს ეგრისის ერისთავის, ქუჯის ღვაწლსა და მისი მეფობის პერიოდზე ესაუბრა.

პროექტი - "გმირის დღე", სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.