"დღეს რაც ხდება, ეს არის ოპოზიციის სისუსტე. მე ამას რომ ვეუბნებოდი ხოლმე, ძალიან სწყინდათ"- ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
ხომ იცით, გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო. ასე დაემართა ოპოზიციას, ცხადია. დღეს რაც ხდება, ეს არის ოპოზიციის სისუსტე. მე ამას რომ ვეუბნებოდი ხოლმე, ძალიან სწყინდათ. როდესაც ვსაუბრობ ოპოზიციაზე, მინდა, წინასწარ შევთანხმდეთ, რომ ყველას კი არ ვგულისხმობ. რამდენჯერ გითხარით, იქ რომ გადაავლებ თვალს, ძალიან კარგი სახეების ამორჩევა შეიძლება, მაგრამ ისე იქმნება ხოლმე ვითარება, რომ ვიღაც იტყვის, მე ვარ ლიდერი, იმიტომ, რომ შეიძლება, ფინანსურად უფრო მეტად გამართული იყოს და ამიტომ თვლის, რომ ნაადრევად უნდა ილაპარაკონ პრემიერობაზე, ინსტიტუციაზე. არა, როდესაც ბრძოლა არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, ეჭვი შეგვაქვს… ამაზე დიდი უბედურება, რომ ხელისუფლებას უთხრა, შენ ემსახურები რუსეთს… ხალხო, ეს რომ ვიღაცამ მითხრას, მე იმ დღეს უნდა მოვკვდე. ამიტომ როდესაც შენ ასე ეუბნები და მე ღრმად მჯერა, რომ იზოლაციაში ქვეყანას ტოვებს ეს ხელისუფლება, ესე იგი, შენ ასხამ რუსეთის წისქვილზე წყალს, მე შენ რომ ამას გეუბნები, მე ქუჩიდან არ უნდა გავიდე. მარტო ერთი ცალი თამარ ჩარკვიანი კიარა. აბა, ერთი ცალი, იმ კონის არ იყოს, განა რა შემიძლია, თორემ იქ არ ვარ, მუდამ იქ ვართ სულ ყველა, ხომ. ბავშვები იქ არიან, თავს იკლავენ ეს ახალგაზრდები, მაგრამ ხომ ხედავთ, კლებაზე წავიდა. რატომ? იმიტომ, რომ არასწორად წავიდა პროცესი. იმიტომ, რომ ნაადრევად საბნის გადაწევა მოუგებელ ბრძოლაში არ შეიძლება, არ არის სწორი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
კითხვაზე, ვინ გამოაცხადა ეს მოგებულ ბრძოლად, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ იმ ფსევდოლიდერებმა, რომლებიც ბევრჯერ ჩამოუთვლია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ისევე არღვევს ევროპარლამენტის რეზოლუციას, როგორც ირაკლი კობახიძე.
„12 წელი მიუსაჯეს დღეს მიხეილ სააკაშვილს. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს დასავლურობაზე, ჩვენს თვალწინ სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ისევე არღვევს და ოპოზიციაში ზოგიერთი ლიდერი ზუსტად ისევე არღვევს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ იმ რეზოლუციას, როგორც კობახიძე. მე რომ კობახიძეს ვეუბნები, რომ რას შვები, რა უფლება გაქვს, რომ ანგარიშს არ უწევ, და თქვენ რატომ არ უწევთ, ქალბატონო სალომე ანგარიშს ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ადამიანი არის პოლიტპატიმარი. ასეთი მკვეთრი განსხვავება თუ არ დაანახე შენ ხალხს, რომელიც გულწრფელია და მოდის. რა ქნას იმ ხალხმა, 200 ათასი კაცი, ზანზარებდა რუსთაველი, რამდენჯერ. ე. ი. რაღაცას შენ ვერ აკეთებ კარგად, ლიდერები რომ გქვიათ. მე ხომ ვასახელებ ხოლმე, აი, გახარია, ხაზარაძე. აბა, ახლა რა ლიდერია ხაზარაძე, სანამ ანაკლიაზე არ იჩხუბეს, მანამდე სალომე ზურაბიშვილი მაგან არ აგვარჩევინა 2018-ში? მე პარტნიორობა ვიცი ხალხთან. რაში მაინტერესებს ერთი ფეიკი მეორე ფეიკთან პარტნიორობს თუ არა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.