„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პასუხობს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროეტის ინიცირება მაშინ, როცა ქვეყანაში დაძაბულობა არ შეინიშნებოდა. ამ შინაარსის შეკითხვა ოპოზიციის მხრიდან დღეს დაისვა. სოზარ სუბარმა ქვეყანაში არსებული ვითარება ქარიშხლის წინ მოჩვენებით სიმშვიდეს შეადარა და აღნიშნა, რომ რეალურად, სიტუაცია ოპოზიციის მოერ მზადდებოდა საიმისოდ, რომ საქართველო პროვოკაციებში ჩაეთრიათ.

„კანონპროექტი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის] კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილება - ხვალ იქნება პირველი მოსმენით, ხოლო შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრა. ჩვეულებრივად, როგორც არის ვადები გაწერილი, ისე იქნება მიღებული, აქ არანაირი ცვლილება არ იგეგმება. დღეს დაისვა ასეთი შეკითხვა: რამ გაიძულათ ამ მშვიდ ვითარებაში ხელმეორედ შემოგეტანათ კანონპროექტი? ჯერ ერთი, ეს სიმშვიდე, სინამდვილეში ჰგავდა ქარიშხლის წინ სიმშვიდეს, როცა ყველა ძალაა მომზადებული საიმისოდ, რომ ისევ და ისევ ჩაგითრიონ ომში, დააფინანსონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება. ამის რეალური ნიშნები იყო და მეორეც - როდესაც ჩვენ შარშან გავიწვიეთ კანონი, იყო შეთანხმება, რომ აბსოლუტურად ყველა გრანტი იქნებოდა მაქსიმალურად ღია. ამის მიუხედავად, უცხოური დაფინანსება გახდა უფრო დახურული, მათ შორის ისეთი დიდი ორგანიზაციების, როგორიცაა დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) და ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED), რომლებიც დოლარებსა და ევროებში მრავალმილიონიან დაფინანსებას აგზავნიან ქვეყანაში. ეს პროცესი იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე,” - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ.

სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს ვინ რას აფინანსებს საქართველოში.

„სამწუხაროდ, ისინი აფინანსებდნენ პლაკატებს წარწერით „მე ვისროლე“ (მოლოტოვის კოქტეილი), რაც არის პოლიციელებზე თავდასხმის, მათი დაზიანების წახალისება. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი, ხოლო ჩვენ გვაქვს მოვალეობა, მათი ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ხალხმა უნდა იცოდეს ამ ქვეყანაში ვინ აფინანსებს და რომელი ფონდიდან იხარჯება თანხები მცხეთის ჯვრის რესტავრაციაზე და ვინ აფინანსებს იმ ტრენინგებს, სადაც ასწავლიან როგორ შეიჭრან ბულდოზერებით საქართველოს პარლამენტის შენობაში. ძალიან კარგად მახსოვს, იგივე 2003 წელს, როგორ ფინანსდებოდა USAID-ის გრანტით ქართველი არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ტრენინგი სერბეთში, რათა იქ ესწავლათ, თუ როგორ მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

 აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

შეგახსენებთ, გუშინ, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ