მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. კაცობრიობა შეიშალა. ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ, - წერს ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ახლა ევროპის გაკვირვების დრო არ არის და ყველაფერი უსაფრთხოებაზე იქნება დამოკიდებული.
„მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას.
კაცობრიობა შეიშალა.
ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ.
ზეიმობს ლატვია, ხარობს ევროპა!
განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს იტალიელ მიშისტ ემიგრანტებში, რომლებმაც საშინელი შეშფოთ-აღშფოთი გამოხატეს საქართველოს დელეგაციის ოფიციალური შეხვედრების გამო იტალიაში. ისინი Შეითქვნენ, ᲨეკავᲨირდნენ, წერილი შეთხზეს და გაუგზავნეს მელონის, იტალიის პარლამენტს და ყველას, ვინც მოაფიქრდათ- გვარამიას მრევლი საქართველოს დასჯას ითხოვს.
ანტიკური კომედიაა, როცა მართლმორწმუნე მიშისტ-გვარამისტები ვიღაცის ავტოკრატიულობაზე წერენ საჩივარს. (წერილს კომენტარებში გაახლებთ).
ახლა სერიოზულად.
ყველა ის, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს.
უნდა გაუქმდეს სოროსის ფონდი და მასთან აფილირებული ორგანიზაციები.
სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ.
უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე.
დივერსიული საინფორმაციო საშუალებები უნდა დაიხუროს.
მოკლედ-ახლა არ არის ევროპის დემოკრატიით გაკვირვების დრო-ევროპა კარგა ხანია მარაზმატიკულ პიკშია და თავი გასჭირვებია, რეგიონული ომი დაიწყო, სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგებით.
მთავარი უსაფრთხოებაა, მასზე შენდება ყველაფერი.
ამიტომ ამ შეუგნებელ ზომბებს დროზე უნდა მივუჩინოთ ადგილი-მათ არსად არ მიეცეთ თავისი სიგიჟეების რეალიზაციის უფლება, არც ქუჩაში და არც საინფორმაციო სივრცეში-ეს მათთვისაც კარგია, გონს მოეგებიან და შეიძლება მერე მადლობლებიც დარჩნენ." - წერს სოსო მანჯავიძე.