„გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. ხედავთ რამხელა რიგებია ყველგან, სადაც ჩავდივართ. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავალთ და ახალ უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია და მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს  მიხეილ სააკაშვილი.“ - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ გორში განაცხადა. 

"გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. ხედავთ რამხელა რიგებია ყველგან, სადაც ჩავდივართ. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავალთ და ახალ უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია და მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ გათავისუფლდეს რაც შეიძლება სწრაფად მიხეილ სააკაშვილი. ის იმყოფება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და ის უნდა იქნეს გათავისუფლებული. კიდევ ერთხელ მივმართავ და კიდევ ბევრჯერ მივმართავ მას - შეხედეთ რა ხდება მთელ საქართველოში, რამდენი ათასი ადამიანი დგას რიგში, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნეს გათავისუფლებული. ქალბატონო სალომე, ხედავთ რომ ევროპარლამენტშიც კი იწყება ხელმოწერების კამპანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი. ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ხედავთ, რომ მართლაც რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ათასობით ადამიანი რიგებში დგას, რათა ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნას. მე მჯერა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და სადაც იბრძვის მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.