ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის" უკან „ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ხოლო მათი ყოველი აქტივისტის უკან - „ევროპის სახალხო პარტია" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია".
სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში“, - წერს შალვა პაპუაშვილი.