„მთავარია ერთი რამ, ვთანხმდებით თუ არა იმაზე, რომ რელიგიური დანიშნულების მქონე შენობები, ნივთები არ უნდა იყოს შეურაცხყოფილი? ამაზე ვთანხმდებით. მგონი, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მეორე მხრივ, თუ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ უნდა მოხდეს შეურაცხყოფა რელიგიური შენობების თუ ნივთების, შესაბამისად, ამაზე უნდა არსებობდეს სანქცია. არსებობს გარკვეული რეგულაციები, მაგრამ ფაქტია, რომ პრევენციისთვის ეს საკმარისი. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ვხედავთ, რომ პრევენციულ მიზანს ვერ ასრულებს ის რეგულაციები, რაც ჩვენ გვაქვს, იმიტომ, რომ ის სანქცია, რომელიც რომელიც მოჰყვება ასეთი სახის ქმედებებს, არ არის საკმარისად მკაცრი იმისთვის, რომ მათ შორის პრევენციის მიზანს ემსახუროს. ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ მოხდეს ახლებური რეგულაცია იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი. როდესაც ხდება რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფა ამის შედეგი არის სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და ეს არის გარკვეული ინსპირაცია სამოქალაქო დაპირისპირების. ამის აღსაკვეთად არის გამიზნული ასეთი რეგულაცია. ეს იქნება საჯარო დისკუსიის საკითხიც, მგონი საზოგადოება, მათ შორის ყველა ფლანგი თანხმდება იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს რელიგიური შენობების თუ ნივთების შეურაცხყოფა და მთავარია, ჩვენ შევთანხმდეთ, როგორ მოვახდინოთ ამის პრევენცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას