პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში პერიოდულად ვიკრიბებით. ბოლო შეხვედრიდან საკმარისი დრო გავიდა და მნიშვნელოვანია, გვქონდეს უშუალო კომუნიკაცია, პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს შეხვედრა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმაციას მიიღებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პერიოდული შეხვედრები გვქონდეს გაფართოებულ ფორმატში. უმრავლესობის სხდომებთან ერთად იმართება ხოლმე სხდომები, სადაც პრემიერ-მინისტრი მონაწოლეობს. ახლა იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით შეხვედრა. ეს არის ის შიდა დემოკრატიული პროცესები, რომელიც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა 17 ოქტომბერს გაიმართება.