სანქციების დანიშნულებაა, ადამიანს არ უღირდეს სამართალდარღვევის ჩადენა, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არსებული სტატისტიკა დამაკმაყოფილებელი არ არის და საჭიროა კანონში ცვლილებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონში საჭიროა ცვლილებები და სანქციის ისე მორგება, რომ ადამიანს სიჩქარის გადაჭარბება არ უღირდეს, რათა უფრო დიდი ჯარიმა არ გადაიხადოს.
„კანონმდებლობა იმ გამოწვევებს უნდა მოვარგოთ, რაც ქვეყანაშია. საგზაო წესების უკეთესი უზრუნველყოფისთვის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამის აქტუალიზაციას საჭიროებს. სანქციების დანიშნულებაა, რომ ადამიანს არ უღირდეს სამართალდარღვევის ჩადენა. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არსებული სტატისტიკა დამაკმაყოფილებელი არ არის. შესაბამისად, საჭიროა კანონში ცვლილებები და სანქციის ისე მორგება, რომ ადამიანს სიჩქარის გადაჭარბება არ უღირდეს, რათა უფრო დიდი ჯარიმა გადაიხადოს. იგივე, რაც გზის უკანონო გადაკეტვას ეხებოდა. აკრძალული ქმედებებია, რომელსაც ადამიანი მაინც თუ სჩადის, ეს იმას აჩვენებს, რომ სანქცია არ მუშაობს და სანქციის ოდენობა საკმარისი არ არის. ამიტომ, პარლამენტი ამაზე რეაგირება. როგორც კი შევხედეთ, რომ გზის უკანონო გადაკეტვაზე სანქცია არ მუშაობდა და პრევენციულ ხასიათს არ ატარებდა, კანონმდებლობა შევცვალეთ და ქუჩა აღარ იკეტება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.








