ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასაშვებად წარმოუდგენია 90-იანების უკანონო ძალადობრივი ფორმირებებისა და საძმოების აღორძინება,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "ტვ პირველთან" განაცხადა.
„დღეს ჩვენ კიდევ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასაშვებად წარმოუდგენია ყველა ბერკეტის გამოყენება, მათ შორის 90-იანების უკანონო ძალადობრივი ფორმირებებისა და და საძმოების აღორძინება. პოლიცია კაი ხანია წარმოადგენს კრიმინალიტეტის თანაშემწე სტრუქტურას და საარჩევნო პერიოდში პოლიციის ხელმძღვანელობა გადადის კრიმინალიტეტის საუბნო და რაიონულ წარმომადგენლებზე. ოთარ ფარცხალაძე პირდაპირ ივანიშვილის შუბლში გარტყმული ტყვია იყო, რამაც რეჟიმს წონასწორობა დაურღვია - აღნიშნა ნათელაშვილმა.