ერთადერთი ცოფი არ იკურნება და მეორე - ქოცობა - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ქოცების გამოსწორება არ შეიძლება. ასეთი გამოთქმაა - ამის გადაკეთებას, ახლის გაკეთება სჯობიაო, ამათი გამოსწორება არ შეიძლება, ქოცობის, ეს ისეთი სენია, რომელიც არ განიკურნება. შავი ჭირი იკურნება, ხოლერა იკურნება, ერთადერთი ცოფი არ იკურნება თუ არ გაიკეთე ვაქცინა, გარანტირებული სიკვდილია და მეორე გარანტირებულად განუკურნებელია ქოცობა“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.