ქუჩაში თავდამსხმელ ქოცებს ვპირდები, რომ რეჟიმის შეცვლისთანავე, სამუდამოდ აეკრძალებათ  საჯარო სამსახურებში მუშაობის უფლება - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

"რაც ჩოხატაურში მოხდა ეს დასტურია თუ როგორ აპირებს პუტინის კომენდანტურა ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც მაინც არ გამოუვათ. ამ ქუჩაში თავმდამსხმელ ქოცებს კი ვპირდები, რომ რეჟიმის შეცვლისთავე მათ სამუდამოდ აეკრძალებათ  საჯარო სამსახურებში მუშაობის უფლება რა თქმა უნდა სასჯელის მოხდის შემდეგ"- აცხადებს ნათელაშვილი.