საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ერჟან სადენოვის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გეკა გელაძეს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლებს, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა
მინისტრთან - ერჟან სადენოვთან.

გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ასევე, მოინახულებს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.