ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში კიევს ეწვია, ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა.

ამასთან, კასისთან ერთად მოსკოვში იმყოფება ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ.

„დიალოგი ყველა მხარის ჩართულობას მოითხოვს. ასე ადასტურებს ეუთო დიალოგის პლატფორმის როლს და მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად“, – წერს კასისი სოციალურ ქსელში.

როგორც უკრაინული მედია წერს, კასისისა და სინირლიოღლუს უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ეუთო-მ განაცხადა, რომ მას აქვს „ინსტრუმენტები“, რათა მხარი დაუჭიროს მშვიდობას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.

როგორც ცნობილია, კასისი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართავს მოლაპარაკებებს.

თარგმანი: პირველი არხი