ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ, ჩვენ შეგვიძლია მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს, - განუცხადა „იმედის კვირას“ მამა შალვა კეკელიამ.
„ვერავინ ჩაერევა, ვინაიდან თითოეული მათგანი უკვე ასაკშია, მათ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და ისინი ყველანი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.
ვიცით, რომ 28-ში დაინიშნა სინოდი. 28-ში უკვე გამოარჩევენ სამ კანდიდატს, იმ დღესვე ალბათ გაფართოებული კრების თარიღს იტყვიან და გაფართოებული კრების შემდეგ დაინიშნება სინოდი, სადაც უკვე აირჩევენ პატრიარქს“, - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.







