ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსი ითვალისწინებდა გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირების ხელშეწყობის შესახებ იდეების მობილიზებას.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 21-მა სოფელმა, საიდანაც შეირჩა 8 ბენეფიციარი. გამარჯვებული პროექტების საერთო ბიუჯეტმა, ჯამში, 29 080 ლარი შეადგინა.
დაფინანსებული პროექტები ხელს შეუწყობს სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების გაუმჯობესებას, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, წყლის რესურსების მართვასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, აგრეთვე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებას.
კონკურსი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის -„ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.










