26 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, 2025 წლის 21 აპრილს ვატიკანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
ვატიკანმა რომის პაპის ფრანცისკეს ანდერძი გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის 29 ივნისით არის დათარიღებული. - ჩემი საფლავი უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე ერთი წარწერით: ფრანცისკე