"რუსეთს კარგად ესმის, რომ თბილისი და საქართველო კავკასიის გასაღებია. ამერიკა და ევროპა საქართველოს რუსეთს უთმობენ მცდელობების გარეშე", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველო ძალიან საჭიროებს ყურადღებას, რადგან ამ რეგიონში ამერიკის ინტერესებიც საფრთხის ქვეშ დგას. არ ყოფილა შემთხვევითი, რომ ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინვესტიციას ახორციელებდა. ეს მხოლოდ ქართველებისადმი კეთილგანწყობის გამო არ ყოფილა. ეს იმიტომ იყო, რომ რეგიონში არსებობდა ინტერესი, რაც ცენტრალური აზიის რუსეთისა და ჩინეთის გავლენისგან გამოთავისუფლების გასაღებია. რუსეთს კარგად ესმის, რომ თბილისი და საქართველო კავკასიის გასაღებია. ამერიკა და ევროპა საქართველოს რუსეთს უთმობენ მცდელობების გარეშე" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.