"ერთობა და ერთად დგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი! სწორედ ეს მოგვიტანს ამერიკისა და ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას"- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

" ყველგან ვიქნები იქ, სადაც იქნება ერთობა, ამიტომ ვთვლი, რომ სერიოზული ერთობა უნდა იყოს 13 სექტემბერს, 4 ოქტომბერსაც. 

შესაძლოა, რაღაც სიტყვებს მე არ ვემხრობოდე, იმიტომ რომ არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი იმის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი სცენარები არსებობს. 

ასევე, რაც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ, არ მსურს განმეორდეს, რადგან ყველა პოლიტიკურ პარტიას ვუთხარი, რომ არჩევნები ჩვენი მთავარი თემა არ უნდა ყოფილიყო. ეს იყო შემოგდებული თემა ოპოზიციის დასაყოფად. არ ვეთანხმები არც მათ, ვინც იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ არც ბოიკოტი მიმაჩნია სწორ ნაბიჯად, რადგან ეს არჩევნები რეალურად არ არსებობს.

ერთობა და ერთად დგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი! სწორედ ეს მოგვიტანს ამერიკისა და ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას.

ერთად ვიდგეთ!"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.