ბიძინა ივანიშვილმა დაპირებული უფასო დენის, გაზის და უფასო ფულის ნაცვლად, ქვეყანაში გააქრო 200 ათასი სამუშაო ადგილი, მათ შორის რუსეთის დავალებით მოკლა ანაკლიის პროექტი,- ამის შესახებ „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ხელისუფლება საერთოდ ვერაფერს ეუბნება ქართველ ამომრჩეველს, რაც ქართველ ხალხს აწუხებს და ეს არ არის ომის თემა და უსაფრთხოება, იმიტომ რომ რა უნდა უთხრას უსაფრთხოებაზე ქართველ ხალხს იმ ხელისუფლებამ, რომელიც მარტო პირისპირ ტოვებს საქართველოს რუსეთთან. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი უსაფრთხოება უკავშირდება სწორედ გაწევრიანებას ევროკავშირში და ჩვენს ძლიერ კავშირებს დასავლეთში და ბიძინა ივანიშვილმა ჩახერგა გზა ევროკავშირისკენ, რა შეიძლება მან უთხრას ქართველ ხალხს უსაფრთხოებაზე? ბიძინა ივანიშვილმა დაპირებული უფასო დენის, გაზის და უფასო ფულის ნაცვლად, ქვეყანაში გააქრო 200 ათასი სამუშაო ადგილი, მათ შორის რუსეთის დავალებით მოკლა ანაკლიის პროექტი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.