გასული 30 წლის მანძილზე საქართველოს არ ჰყოლია უფრო მტკიცე მოკავშირე, ვიდრე არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მისი ევროატლანტიკური მომავლის დაცვის და უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ასევე გასული 30 წლის მანძილზე რუსეთი რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას ძალიან აქტიურად ცდილობდა ამ სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანებას. - ამის შესახებ "ლელოს" პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში პირველად გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიერ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან არასასურველი პირები და პარტნიორები შეერთებული შტატებისთვის. რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მისცეს ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ის მხარდაჭერა რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ კიდევაც და რომლის გაცემაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს. რას ნიშნავს სანქცირებული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინვესტორი არათუ აღარ შემოვა ჩვენს ქვეყანაში, არამედ, ვინც უკვე შემოსულია იფიქრებს, როგორ სწრაფად დატოვოს ჩვენი სახელმწიფო და ეს ნიშნავს ეკონომიკის განადგურებას და ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე ოქტომბრის არჩევნებში გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორის რა არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე, ანუ გვინდა თუ არა ჩვენ რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის აშშ-ის გვერდით დგომის გარეშე საქართველო უბრალოდ ვერ გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს , კიდევ ერთხელ გააცნობიეროს რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით დღეს და რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევანი ქართული სახელმწიფოს მომავლის და მისი არსებობის თაობაზე.
დარწმუნებული ვარ რომ ამას ძალიან კარგად გააცნობიერებს ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა და ჩვენ ოქტომბერში დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას სწორედ იმ გზაზე , რომელიც ჩვენ მრავალი წლის წინ ავირჩიეთ და ეს გზა არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა და დაცული ჩვენი სტრატეგოული მოკავშირეების მიერ" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს