სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია სელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილი უახლოესი პერიოდის აქტივობებიც.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს მიგრაციის მართვისა და ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით და მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს დირექტორის მოადგილეები: ბელა გოგუა და ავთანდილ კენჭაძე, სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის უფროსი თამთა ბაბუნაშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი მარკ ჰულსტი, პროგრამის ასისტენტი ბექა ჯავახაძე.