რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არის „ქართული ოცნების“ და პუტინის რეჟიმის ურთიერთობის ერთგვარი კრისტალიზაცია - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„ფრენა არის „ქართული ოცნების“ და პუტინს რეჟიმის ურთიერთობის ერთგვარი კრისტალიზაცია დ ჯილდო, რომელიც ამ ხელისუფლებამ მიიღო იმისათვის, რომ საქართველო დააშორა დასავლურ ვექტორს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და თავისთავად სადამდე მივედით ეს არის საგანგაშო, საპროტესტო. პრობლემაა ის რასაც განასახიერებს პირდაპირი რეისები და დამთბარი ურთიერთობები კრემლთან. ეს არის პრობლემა, თორემ ვიღაცას შეიძლება ცხოვრება გაუმარტივდეს და ნახევარი საათით ნაკლები მოუწიოს გზაში ყოფნა, ცხადია პრობლემა ვერ იქნება. პრობლემა მათ შორის არის საქართველოს მზარდი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და რუსულ ეკონომიკაზე“- აცხადებს საბა ბუაძე.