ტვ "პირველის" ეთერში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ "ლელოს" წვერმა საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

რაკიღა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საჯარო პოსტში გადაწყვიტეს ჩვენს სატელევიზიო დებატებზე გამოხმაურება, თავს უფლებას მივცემ და მეც გავაკეთებ განმარტებას:

ერთმანეთს ჰუმანურობაში რომ არ შევეჯიბროთ, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას იმის გამოც ვემხრობით, რომ მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი ამ საკითხს აღარ ჰქონდეს შთანთქმული. 2. ძალიან დიდი სისულელეა ის, რომ თურმე სააკაშვილის მმართველობის დადებითი და უარყოფითი შეფასება რომელიღაც პარტიის შიდა საქმეა;3. კიდევ უფრო დიდი სისულელეა იმის მტკიცება, რომ ერთი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე პოზიციის დაფიქსირება არის ამ პარტიის საქმეში ჩარევა;4. სხვა (კონკურენტ) პოლიტიკურ პარტიებზე პოზიციის ქონა არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ვისაც ეს თქვენს შიდა საქმეებში ჩარევად მიგაჩნიათ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ ცდებით;5. „მიშას კომპლექსი“ - ეს ხო საერთოდ რაღაც უდიდესი აბსურდია. მიშას, ვანოს და ბაჩოს კომპლექსები იმ ხალხში უნდა ეძებოთ ვინც ამ ორბიტაზე ტრიალებთ. ჩემთვის და ლელოსთვის ეგ გალაქტიკა ძალიან შორს არის. განსაკუთრებით არ გამაჩნია მიშასთან შეჯიბრის ამბიციები;6. „მიშა წარსულია თუ მომავალი ეგ თქვენი გადასაწყვეტი არაა“ - ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს რომ ვერ ხედავს ამას ამბობს თავად სააკაშვილი, მაგრამ როგორც ჩანს ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის სააკაშვილის ფაქტორი თავად პიროვნებაზე უფრო მნიშვნელოვანია;7. საარჩევნო პროცენტებზე მითითება - თან ამბობენ რომ მომავალი კოალიციურია, თან სხვა პარტიის საქმეებში ნუ ერევითო და პარალელურად ჩვენ პროცენტებს ითვლიან. ზუსტად ასეთი პროცენტებია საჭირო ხელისუფლების დასაკომპლექტებლად და ყველას გირჩევთ პროცენტები არჩევნების შემდეგ დავითვალოთ, მითუმეტეს როცა 20 წლის ხელისუფლებაში ნამყოფი პარტია ეჯიბრება ორი და სამი წლის პარტიებს;8. „ფოკუსი გაასწორეთ და ქართულ ოცნებას ებრძოლეთ“ - ამაზე უბრალოდ აღარაფერს დავწერ;

საბა ბუაძე ანა წითლიძეს: სააკაშვილი ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, რაოდენ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს