დღეს რიტორიკა შეცვალეს, პრეზიდენტობის ვადა რომ გაუვა, მაშინ დავსჯითო - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მისამართით:

გუშინ სულელური განცხადებები აკეთეს კონსტიტუციის მცოდნეებად რომ მოაქვთ თავი იმ ადამიანებმა-თუ სალომე ზურაბიშვილი კვლავ გააგრძელებს ევროპაში ვოიაჟს, პროკურატურა მიხედავსო. დღეს რიტორიკა შეცვალეს, პრეზიდენტობის ვადა რომ გაუვა, მაშინ დავსჯითო. პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა რომ დაუშვებელია, გვიან გააცნობიერეს. საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის მესამე პუნქტის მოხედვით “ საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია. თანმდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა” - წერს რომან გოცირიძე.


საქართველოს პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. კენჭისყრამდე, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.