"ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოდიოზური პოლიტიკოსი ვიქტორ ორბანი, რომელიც პრორუსულ პოზიციებზეა, ხელს უშლის დასავლეთს უკრაინისადმი დახმარებაში, გამოხატული აქვს ანტიუკრაინული პოზიცია, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარს თუ დაუჭერს, არის კარგი." - – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში ერთადერთ მეგობრად ვიქტორ ორბანის მსგავსი პოლიტიკოს შემორჩა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს. მხოლოდ მისასალმებელია, ვინც საქართველოს სტატუსის მიღებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმარება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.