აღდგომის მარხვა იწყება 23 თებერვალს და დასრულდება 12 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.
აღდგომის დიდ მარხვას წინ უსწრებს მოსამზადებელი პერიოდი.
1 თებერვალი - არის მეზვერისა და ფარისევლოს კვირა. 2 თებერვლიდან 9 თებერვლამდე მსგეფსი ხსნილია.
8 თებერვალი - უძღები შვილის კვირა.
9 თებერვლიდან 16 თებერვლამდე არის ხორციელის კვირა. ოთხშაბათი - პარასკევი მარხვაა.
15 თებერვალი - საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე და მირქმის საუფლო დღესასწაული.
16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით არის ყველიერის კვირა. მთელი კვირის მანძილზე დასაშვებია რძის ნაწარმი, კვერცხი და თევზი. ყველიერის ოთხშაბათს საღამოდან იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
22 თებერვალი - ადამის სამოთხიდან განდევნა- მიტევების კვირა.
23 დან 26 თებერვლის ჩათვლით იკითხება ანდრია კრიტელის სინანულის კანონი.
1 მარტი , მარხვის I კვირა- მართლმადიდებლობის ზეიმი.
8 მარტი, მარხვის II კვირა - წმ. გრიგორი პალამას ხსენების დღე.
15 მარტი , მარხვის III კვირა- ჯვრის თაყვანისცემა .
22 მარტი, მარხვის IV კვირა-წმ. იოანე კლემაქსის (კიბისაღმწერელის) ხსენების დღე.
28 მარტი - ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი.
29 მარტი, მარხვის V კვირა - წმ. მარიამ ეგვიპტელის ხსნებების დღე.
4 აპრილი - ლაზარეს შაბათი. ხსნილია თევზით.
5 აპრილი, მარხვის VI კვირა - ბზობა - ბაიაობა , უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ხსნილია თევზით.
7 აპრილი - ხარების დიდი დღესასწაული (ხსნილი არაა თევზით).
6 აპრილიდან 12აპრილამდე ვნების შვიდეული.
9 აპრილი - დიდი ხუთშაბათი- საიდუმლო სერობა. 12 ვნების სახარების კითხვა.
10 აპრილი - წითელი პარასკევი. უფლის გარდამოხსნის წინ დატირების მსახურება.
მარხვის პერიოდში მიცვალებულთა ხსენების დღეები:
ხორციელის შაბათი - 14 თებერვალი
დიდმარხვის II შაბათი - 7 მარტი
დიდმარხვის III შაბათი - 14 მარტი
დიდმარხვის IV შაბათი - 21 მარტი




