ორბანს ძირითადად ქოცები რომ შეტრფიან, არახალია, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დღემდე ტრამპს რომ აღმერთებენ, რა ფენომენია? მე კი ვიცი, მაგრამ მოვერიდები ახსნას - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"როგორც ორბანმა გაამხილა, ტრამპმა მას უთხრა, რომ როგორც კი პრეზიდენტი გახდება, უკრაინაში ომი დამთავრდება. როგორ? არ მიაწვდის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უკრაინას. გასაგებია, თუ რას ნიშნავს ეს.

გუშინ ტრამპს ჰქონდა ბოლო ვადა სასამართლოში შეეტანა გირაოს სახით 91,6 მილიონი დოლარი მის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით ( მწერალი ქალის გაუპატიურების მცდელობა). მას ეს ფული ასესხა რუსეთის ნავთობბიზნესთან დაკავშირებულმა ამერიკულმა კომპანიამ. აქაც ნათელია, თუ რას ნიშნავს ეს.

მეხუთე თვეა ტრამპისტები ამერიკის კონგრესში ბლოკავენ უკრაინისათვის ფინანსური დახმარების პაკეტს 60 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამ ფულის უდიდესი ნაწილი იარაღის შესყიდვას უნდა მოხმარებოდა. უკრაინა განიცდის იარაღის დიდი ფეფიციტს, რაც ფრონტის ხაზზეც აისახა. ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსის განცხადებით, თუ ასე გაგრძელდა და უკრაინა დროზე არ მიიღებს საჭირო იარაღს, იგი დაკარგავს ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს.

ამ კვირას კონგრესში იქნება საკითხის კენეჭისყრაზე დაყენების კიდევ ერთი მცდელობა ( ამასაც ბლოკავენ რადიკალი ტრამპისტები). თავად კენჭისყრა როდის შეიძლება გაიმართოს ან რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს, ესეც არავინ იცის.

ორბანს ძირითადად ქოცები რომ შეტრფიან, არახალია, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დღემდე ტრამპს რომ აღმერთებენ, რა ფენომენია? მე კი ვიცი, მაგრამ მოვერიდები ახსნას. აქ ტრამპში არაა საქმე".