ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.
„კარგი ზღაპრის შეთხზვაც არ შეუძლიათ. ისეთი ზღაპარი, მაინც უნდა იყოს, რომ გჯეროდეს. ირაკლი ღარიბაშვილს დემაგოგიური სტატისტიკები მოჰყავდა. როგორ შემცირდა უმუშევართა რაოდენობა? - 2022 წელს ქვეყანა დატოვა 101 ათასმა სამუშაო ძალამ. 101 000 ჩვენი მოქალაქე გახდა ემიგრანტი. ახლა, როდესაც ამბობს, რომ 2023 წელსაც უმუშევრობის რაოდენობა შემცირდა, იმას ნიშნავს, რომ კიდევ 100 000 წავიდა ქვეყნიდან“, - განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, გოცირიძის თქმით, 10 წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა ისედაც გაიზრდებოდა.
„2012 წლიდან დღემდე ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე წავიდა უცხოეთში, აქაურ სიღარიბეს დააღწიეს თავი. ან როგორ არ შეიძლება 2023 წელს, 2012 წელთან შედარებით ეკონომიკა არ გაიზარდოს?! შედარება შეიძლება, იქ, სადაც ადეკვატურია და ლოგიკაში ზის. როდესაც შევარდნაძის დროს წყალი და შუქი არ იყო, იყო კრიმინალი, სადაც პენსია 14 ლარი იყო და ა.შ. ბუნებრივია შედარება, მაგრამ ახლა ხომ არ ადარებს ეს ხელისუფლება შევარდნაძის დროს? შევარდნაძის დროს, რომ შეადაროს, კიდევ უფრო დიდ სურათს მიიღებს. მთავრობაც, რომ არ არსებობდეს ეკონომიკა თავისით, მაინც გაიზრდება. რომელ ქვეყანაში არ გაიზარდა? ტაჯიკეთში, უზბეკეთში თუ სომხეთში? ცხოვრების კანონია, 10 წლის განმავლობაში, რაღაც იზრდება და 20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ეკონომიკა ჯანსაღ გარემოში, მთავრობის გარეშეც გაიზრდება. ჯერ ერთი, ამ ნაზარდს ვინ ითვისებს? თუ იზრდება რატომ არიან ადამიანები ღატაკები?“, - განაცხადა გოცირიძემ.