საზოგადოებრივ მაუწყებელზე დათო გორგილაძის გადაცემის დახურვის მიზეზი პოლიტიკურია და არა ფინანსური - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"საზოგადოებრივ მაუწყებელზე დათო გორგილაძის გადაცემის დახურვის მიზეზი პოლიტიკურია და არა ფინანსური. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 2024 და 2025 წელს იქნება ზუსტად იმდენი, რამდენიც იყო 2023 წელს, 101 მილიონი ლარი. არ მოკლებია არცერთი თეთრი. ე. წ ფინანსური რესტრუქტურიზაცის მოტივით გადაცემების დახურვა არის ბლეფი და პოლიტიკური მოტივების მიჩქმალვის მცდელობა".
შეგახსენებთ: "მომდევნო წლიდან 'გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე' საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა