"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ "აიპრესთან" განაცხადა, რომ დღეს მოქმედ ხელისუფლებას ერთი საქმეც არ წამოუწყია და მიუყვანია ბოლომდე და ის, რაც გაკეთდა "ნაცმოძრაობის" დაწყებული იყო. 

"ერთ რამეს ვიტყვი, ამ ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა ერთი საქმეც კი, რომელიც მათ წამოეწყთ და დაემთავრებინათ. თუკი რაიმე კარგი გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს იყო ყველა ის პროექტი, რაც დაწყებული იყო წინა ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლებას შეეძლო საქმის კეთება მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული შეცდომები. 

არ შეიძლება ძველი შეცდომების მუდმივი დემონიზება. გააცნობიერა ეს საზოგადოებამ და ალბათ, ამ გაკვეთილს, შეცდომებს არასდროს გაიმეორებს "ნაციონალური მოძრაობა". მაგრამ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებზე საუბარი სჭირდებათ მათი წარუმატებლოების გადასაფარად. 

თქვან თუნდაც ერთი საქმე, რომელიც მათ ამ ოთხ წელიწადში გააკეთეს. მე მსგავსი არაფერი მახსენდება",- განაცხადა გოცირიძემ.