პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიგა ფარულავამ, "ღამის კურიერის" ეთერში, განმარტა, თუ რატომ არ მისცა ხმა გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.
"რაც შეეხება ინფორმაციას, რომ პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ განხილვასო... ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ არის ბატონი რატის [იონათამიშვილის] კომიტეტის წევრი, ესწრებოდა ამ კონკრეტული საკითხის განხილვას... არა მხოლოდ თვითონ ესწრებოდა, არამედ უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების პირი თან ახლდა, რომელსაც კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები ჰქონდა ამ კანონპროექტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კონკრეტული წინადადება, ინიციატივა არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, მოხდა ხმის არმიცემა", - განაცხადა გიგა ფარულავამ.






