2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარეზე წყლის სინჯები აიღეს, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
სააგენტო მტკვრის აუზის ხარისხს ყოველწლიურად 67 წერტილში ამოწმებს.
ეკოლოგიური კალენდრის ეს თარიღი კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა და მას საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად აღნიშნავენ.




