სააკაშვილი არის ის კარიკატურა, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უფრო კარგი იქნება, ამიტომ მისი სასამართლო სხდომები გასართობია ჩვენი საზოგადოებისთვის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი არის თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე. არ დარჩა სფერო, სადაც დანაშაული არ ჩაედინა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.