როგორც კი რადიკალური ოპოზიციის რადიკალური ჯგუფები განიარაღდა, ჩვენ ვნახეთ, რომ აქცია არ გასცდენია მშვიდობიან ფორმას, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
„ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ამ აქციებზე ძალადობა სამართალდამცველების მიმართ და შესაბამისად ქართული სახელმწიფოს მიმართ იყო ორგანიზებული და სისტემური სწორედაც, რომ რადიკალური, აგენტურული ოპოზიციის მხრიდან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.