პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, ოპოზიციას ისეთი პოზიცია უჭირავს, თითქოს ეუთო/ოდირი მათთვის აღარ არსებობს.

იონათამიშვილის თქმით, მორალისგან ასეთი დაცლილი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის.

"ისეთი პოზიციები უკავიათ, თითქოს, ეუთო/ოდირი აღარც არსებობს მათთვის. აქედანვე ჩანს ის, რომ ისინი ორმაგი სტანდარტის მსახურები არიან. მეორე, ეს ადამიანები უბრალოდ ფარისევლები და მატყუარები არიან. თუ ატყობენ, რომ რაღაც მათ რადიკალურ დღის წესრიგს აწყობს, ისინი მას გამოიყენებენ და თუ ფიქრობენ, რომ არ აწყობთ, მაშინ ურცხვად და უტიფრად შეეცდებიან საზოგადოების მოტყუებას და საკუთარი სიტყვების გადათქმასაც. ამიტომ, მორალისგან ასეთი დაცლილი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.