მაიდანი არ არის ევროპული ტრადიცია და არც ის შედეგები, რაც მას მოჰყვა, არ არის ევროპული ღირებულება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის სოციალურ ქსელში წერს.
„უილიამ კორტნიმ გუშინ კონგრესში განაცხადა: “საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას”. და არავის გაუცია ამ შეურაცხმყოფელ პოზიციაზე პასუხი! საინტერესოა, როდიდან და როგორ აქვს უკრაინას საქართველოზე მეტი “დასავლური ტრადიციები?” 2018-21 წლებში, როდესაც დასავლეთის ბევრ ქვეყანას ვუსწრებდით დასავლურ ტრადიციებში; 1991 წელს, როდესაც პირველებმა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყველაზე მეტი გავაკეთეთ საბჭოთა კავშირის დანგრევისათვის, თუ ვიზალიბერალიზაცია ქონდათ ჩვენზე ადრე? თუ მაიდანს გულისხმობს ბატონი კორტნი დასავლურ ტრადიციებში, ესეც სიცრუეა. მაიდანი არ არის ევროპული ტრადიცია და არც ის შედეგები, რაც მას მოჰყვა, არ არის ევროპული ღირებულება. და ეს ადამიანი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოს ისტორიაზე და და ჩვენი ქვეყნის დასავლურ მემკვიდრეობაზე არის რადიკალური ოპოზიციის რჩეული. აქედანაც ჩანს, მათი სიყალბე და ხელოვნურობა.
სინამდვილეში, ღალატის გუშინდელმა ისტორიამ ბევრ რამეს ახადა ფარდა, რაც ქართველ საზოგადოებას გაუმარტივებს სწორი, მკაცრი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას“,- წერს რატი იონათამიშვილი.