მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი, ესენი კი ფაშიზმის და აგენტურის - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი ტვ "პირველის" სიუჟეტს მამუკა მდინარაძის მშობლებთან დაკავშირებით, რასაც თავად უმრავლესობის ლიდერი უკვე გამოეხმაურა.
"ორ თვისებას ებრძვიან განსაკუთრებული სიმძაფრით - პატიოსნებას და პატრიოტიზმს. ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან არაფერი იცავს ქვეყანას ისე ძლიერ, როგორც ეს ორი რამ. მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი, ესენი კი ფაშიზმის და აგენტურის. სწორედ ამიტომ, რაც იკადრეს დღეს და რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და მისმა მედიამ ხვალ, შედეგი იქნება მხოლოდ ერთი - საკუთარ ფაშისტურ ბუნებას გვაჩვენებენ მხოლოდ და საკუთარ გარდაუვალ მარცხს ამარტივებენ"- წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ტვ პირველის“ კითხვა ეხებოდა იმას, თუ რით ააშენეს სოფლის სახლი და „რუსულ” კანონს თუ ეთანხმებიან. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა.