ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი, სანდრო რაქვიაშვილი "დღის კურიერში" აცხადებს. 

"მე, ზოგადად, იმედი მაქვს, რომ მშვიდად ჩატარდება არჩევნები და იმდენ ხმას მივიღებთ ჩვენ, "გირჩი," რომ გასაგები იყოს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ გამდიდრებაზე და სამართლიანობაზე და არა ერთმანეთის ლანძღვაზე. თუ "გირჩი" არ იქნება წარმატებული, ან "ნაცები" მოიგებენ" ან "ქოცები," მეტი ხომ აღარ დარჩა პოლიტიკურ ველზე არავინ, ნებისმიერ შემთხვევაში შურისძიებისკენ და განადგურებისკენ წავა საქმე. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს "ქოც-ნაცური" ჩხუბი. არ გვაინტერესებს "ნაცების" განადგურება და ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვება. ჩვენ გვინდა ერთად ვიცხოვროთ - ბედნიერად და მდიდრად," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.