"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა.
დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„გავიცანი მოსახლეობა, გავაცანით „ქართული ოცნების“ გეგმები, პრიორიტეტები და მიზნები. მოსახლეობას შევახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა, რომ თითოეული ხმა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის,“- განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე და ვაკის მაჟორიტარი - ნოდარ ტურძელაძე.