ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არ არის იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმის, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არ ვცადოთ და ბოლომდე არ გამოვცადოთ (ესეც არის ჩემი მიზანი) იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე – როგორი არჩევანი უნდათ, ვისთან ერთად უნდათ ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა; ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებად მნიშვნელოვანი. მინდა, ვუსურვო მათ და ჩვენ თავს, რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომლებიც ერთი მოსამართლის მსგავსად შეძლებენ, გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.