ქართული ქარტია და ჩვენი ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი, ალტერნატივა და ამის უკან ყველა არის ერთიანი, – ასე მიმართა პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„დიასპორაში ასევე იყო წართმეული ხმების უზარმაზარი რაოდენობა. ის ხმები, რომლებიც მივიდა უბნამდე, ნათლად აჩვენებს, სად არის საქართველოს ხალხის ნება, მაგრამ ძალიან ცოტა ხმა წამოვიდა, რათა არ შეეშალა ხელი აქ დაწერილ შედეგებზე. აქ დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო შედეგები. ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ. დიდი მადლობა ყველას ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ამ დღეებში და რასაც კიდევ გავაკეთებთ ერთად. პოლიტიკური პარტიები არიან ისინი, რომლებმაც უნდა წარადგინონ პოლიტიკური ხედვა. სხვადასხვა პარტია არის, ეს არ არის რაღაც ხელოვნური ერთობა. ქართული ქარტია და ჩვენი ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი, ალტერნატივა და ამის უკან ყველა არის ერთიანი. თქვენ რომ მიეცით ხმა მათ, მიეცით ხმა ევროპას, მომავალს, მიეცით ხმა საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.