საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის 12 აგვისტოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს, სადაც  ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენას ითხივდნენ. 

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, დღეს მთავრობა პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენებს ხვდება, სადაც მათი დაჯილდოება უნდა მომხდარიყო.

თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, მას ორი მიზეზით ამ ეტაპზე ოლიმპილები არ დაუჯილდოებია. 

"დღეს, პირველ საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს 20:00 საათზე იქნებოდა დახვედრა, მიღება ოლიმპიელების და დაჯილდოება. მე არ მჩვევია კინკლაობა და სხვა დონის გასარჩევი პოლიტიკური საკითხები გაგვაჩნია. მაგრამ, მე მგონი, რომ ეს დაჯილდოება და ოლიმპიელების დახვედრა, როცა ვაცილებდით ოლიმპიელებს ყველანი ერთად, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი აქ, სექტემბერში, როცა დაბრუნდებოდნენ. 

მე მაქვს სერიოზული ორი  მიზეზი, რატომ არ შეიძლება სასწრაფოდ დაჯილდოება. ჯერ ერთი ეს არის სერიოზული საქმე და არა რაღაც აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი. მაგრამ ორი მთავარი მიზეზი არის სხვა. 

ერთი, რომ მე ვთვლი რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას. საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად. და არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. მე ვაპირებ მოვაწყო სახალხო ზეიმი, როგორ გამოვაცხადე. და მეორე. კიდევ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი...

 პარალიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე. წარმოუდგენელია და არ ვიცი ვის ავიწყდება სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას. როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ოლიმპიელების დაბრუნება ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მიიღებს მონაწილეობა მთავარ ნაწილში და ცალკე პარალიმპიელები. არა! არანაირი დისკრიმინაცია! ეს არის მიუღებელი!  ყველას ერთად მივიღებთ სექტემბერში,  ხალხსაც და ოლიმპიელებსაც, პარალიმპიელებსაც.  გელოდებით სექტემბერში. " - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი განცხადება.

"საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. აღნიშნული უდიდესი წარმატება გვინდა მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს.

ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ.

 წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:

 ლაშა ტალახაძე, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი;

 
ლაშა ბექაური, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;

 
გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი.
 

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:

 

ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი;

 
ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;

 
გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი;

 
ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.
 

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თითოეულ წევრს საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისთვის და ქართველ სპორტსმენებს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.