აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ის ჯილდო, რაც მათ დაიმსახურეს და ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება.
„ერთი ის არის სამწუხარო, რომ აქამდე არ არსებობდა ასეთი პრაქტიკა, იგივე 2021 წელს არ იყო ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებული, იგივე გუნდურ სახეობებთან მიმართებითაც, რაც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები. როგორც მოგეხსენებათ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და ღირსების ორდენზე - ოლიმპიური პრიზიორები. ეს არის ის ჯილდო, რაც მათ დაიმსახურეს იმ ჯილდოსთან ერთად, რომელიც მათ უშუალოდ ოლიმპიადაზე მოიპოვეს“, - განაცხადა პრემიერმა.