ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, “ლელო” „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ.
"ეს საოცარი განცხადება იყო, წინასწარ არ გავერთიანდებით იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცამ ხმა არ მოგვცესო, მაგრამ არჩევნების მერე გავერთიანდებითო. თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, მანამდე არ უნდა აჩვენონ ერთობა და მერე გაერთიანდნენ. ამომრჩეველს ასე როგორ მოვატყუებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.