ხაზარაძე და ჯაფარიძე ოფიციალურად, მტკიცებულებებით მხილებულები არიან თაღლითობაში და ოფიციალურად არიან თაღლითები, მოცემულობა არის ასეთი. პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთი უცხოელი ხელს ართმევს და პოლიტიკურად მისაღებად ხდის სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ურთიერთობას, - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს თაღლითობა რომ დაინახა ქართველმა ხალხმა, იმიტომაც არის, რომ 2020 წელს, როცა მათ მიიღეს დაახლოებით 3%-იანი მხარდაჭერა, 2021 წელს, ერთ წელიწადში 2%-იანი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ყველამ დაინახა თაღლითური არსი როგორც ამ ადამიანებისა, ასევე მთლიანად პარტია „ლელოსი“. ამიტომ კიდევ ერთხელ: მათ შემთხვევაში თაღლითობა ერთხელ უკვე დადგენილია და ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ყველა, ვინც ურთიერთობს შემდეგ ამ პარტიასთან თუ მის ლიდერებთან, თაღლითობაში მხილებულ ხალხთან ურთიერთობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.