2012 წელს ფართო ზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000-მდე იყო დაახლოებით, შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო სამ წელიწადში  53 მლნ ლარის პროექტები განხორციელდა, რაც  რა თქმა უნდა გრძელდება, უკვე აშენებულია 800 კმ-ამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, ჯამში დაიხარჯება 56 მილიონი ლარი და მთელი ქვეყანა იქნება დაფარული ოპტიკურ- ბოჭკოვანი ქსელით.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მთავრობის მიერ საერთაშორისო IT კომპანიების მოსაზიდად. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს (5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი).

შედეგად, დღეისათვის საქართველოში 100-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს; მათ შორისაა ისეთი მსხვილი ყველასთვის ცნობილი კომპანიები, როგორიც არის Rakuten-ი Viber-ი, Epam-ი, Lineate-ი და სხვა ძალიან ბევრი დიდი კომპანია.

რა თქმა უნდა, წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერნეტიზაცია. 2012 წელს ფართო ზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000 მდე იყო დაახლოებით. შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ. ასევე, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო სამ წელიწადში  53 მლნ ლარის პროექტები განვახორციელეთ. ეს რა თქმა უნდა გრძელდება და უკვე აშენებულია 800 კმ-ამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. ჯამში დაიხარჯება 56 მილიონი ლარი და მთელი ქვეყანა იქნება დაფარული ოპტიკურ- ბოჭკოვანი ქსელით. მათ შორის 1000-ამდე სოფელი, მაღალმთიანი დასახლებები და აშ..

აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ  წელს საქართველო გახდა რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო, სადაც  „სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.