საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

"საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო.

თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ცნობისათვის: 54 წლის ასაკში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება.