ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აღარ არის თავმჯდომარე  ნიკა მელია იყო ის, რომ  პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის "გაწევას" ცდილობდა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

„მელია ბევრი წლით ადრე პირდაპირ საჯარო განცხადებებით შეიძლება ეთერში არ დამჯდარიყო და ასე არ მოეყოლა, როგორც მე თქვენ გეუბნებით, მაგრამ ამომრჩეველი გრძნობდა ამას, დახურულ კარს მიღმა მის რიტორიკაში, მის საუბრებში ეს იგრძნობოდა. ბოლოს მივიდა იქამდე, რომ აღარ არის ლიდერი, აღარ არის თავმჯდომარე. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აღარ არის თავმჯდომარე იყო ის, რომ პარტიის გამოწევა უნდოდა მიშასგან და სხვა მიმართულებით წაყვანა, რაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არასწორია“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.